რომის პაპმა პალესტინის ლიდერს „მშვიდობის ანგელოზი“ უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში პალესტინის ლიდერთან მახმუდ აბასთან შეხვედრის დროს მას „მშვიდობის ანგელოზი“ უწოდა.

„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, რომის პაპმა აბასს მედალიონი აჩუქა, რომელიც მშვიდობის ანგელოზს ნიშნავს და „ომის ავ სულს ამსხვრევს“. თავის მხრივ, პალესტინის ლიდერმა რომის პაპს რელიკვიები აჩუქა, რომლებიც პალესტინაში მცხოვრები იმ პერიოდის ორ წმინდანს ეკუთვნის, როდესაც ის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. აბასი ვატიკანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რამდენიმე დღის წინ კი ვატიკანმა პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები