აშშ შტუტგარტის სამხედრო ბაზას გერმანიის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს

პენტაგონი შტრუტგარტის სამხედრო ბაზას ბუნდესვერს დაუბრუნებს. როგორც ირკვევა, ეს სამხედრო ობიექტი აშშ-ს აღარ სჭირდება. ამ ბაზაზე აქამდე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფი იმყოფებოდა. ახლა კი პენტაგონი მას გერმანიას გადასცემს, ხოლო ბაზის ყველა მოსამსახურეს დისლოკაციის სხვა ადგილებში გადაიყვანს.

ვდრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს თავდაცვის უწყებამ ევროპაში საკუთრი ბაზების შემცირების პროგრამა დაიწყო. ეს ამერიკის ბიუჯეტს 500 მილიონი დოლარის ეკონომიას მისცემს. მთლიანად 15 ასეთი ობიექტის დაბრუნებაზეა საუბარი. აშშ-ს სამხედრო ბაზები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა. მათი უმეტესობა დღემდე ფუნქციონირებს. „ცივი ომის“ დროს ამ სამხედრო ობიექტების ფუნქცია ევროპაზე საბჭოთა კავშირის შესაძლო თავდასხმის მოგერიება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები