„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქი რამადი თითქმის მთლიანად დაიკავა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი რამადი პრაქტიკულად მთლიანად დაიკავა. ის პროვინცია ანბარში, ბაღდადიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, საუდის არაბეთის და იორდანიის საზღვართან.

ეს ქვეყნები „ბოევიკების“ პოზიციებზე ავიადრტყმებს განაგრძობენ, თუმცა, როგორც ჩანს, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო წარმატებებს საჰაერო იერიშები ხელს არ უშლის. „ისლამურ სახელმწიფოს“ და სამთავრობო ჯარებს შორის ბრძოლა გრძელდება ასევე მეზობელ სირიაში. იქ სამთავრობო ჯარები ჯერჯერობით ახერხებენ ქალაქ პალმირაზე „ბოევიკების“ შეტევების მოგერიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები