პროკურატურის თანამშრომლებმა მცხეთაში დასუფთავების აქცია მოაწყვეს
მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქ. მცხეთაში დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
პროკურატურის ინფორმაციით, აქციაში, რომელიც მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა, ქ.მცხეთის N 1, 2 და 3 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
პროკურატურის თანამშრომლებმა და მოზარდებმა თეატრონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეებს პროკურატურის წარმომადგენლებმა მაისურები და კეპები გადასცეს, ხოლო დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი მცხეთის მერიამ გამოყო.
დასუფთავების აქცია ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდამჭერით ჩატარდა.
ღონისძიების მიზანია გარემოზე ზრუნვა, კერძოდ ქ. მცხეთის თეატრონის მიმდებარე ტურისტული ზონის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავება.