ნეაპოლში მამაკაცმა ცოლი, ძმა და ორი გამვლელი მოკლა

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მამაკაცმა სანადირო თოფით საკუთარი ცოლი, ძმა და ორი შემთხვევითი გამვლელი დახოცა. პოლიციის ინფორმაციით, თავდაპირველად მან ცოლი და საკუთარი ძმა მოკლა, ხოლო შემდეგ სახლის აივნიდან გამვლელებს გაუხსნა ცეცხლი. საერთო ჯამში, დაიღუპა 4 ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა.

იტალიელი სამართალდამცველების განცხადებით, მამაკაცი გაზის ბალონების აფეთქებითაც იმუქრებოდა. ის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. მოგვიანებით დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები