ჯოხარ ცარნაევს აშშ-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბოსტონის მარათონზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჩეჩნეთის მკვიდრს ჯოხარ ცარნაევს აშშ-ს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამ ვერდიქტს 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა მხარი დაუჭირა. ცარნაევს სასიკვდილო ინექცია უნდა გაუკეთონ.

„ბი-ბი-სის“ ცნობით, სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო უცნობია. ჯოხარ ცარნაევს სიკვდილმისჯილთა ციხეში გადაიყვანენ, სადაც ის განაჩენის გამოტანამდე დარჩება. ეს შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს, ვინაიდან დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ტამერლან და ჯოხარ ცარნაევებმა ბოსტონის მარათონზე ტერაქტი 2013 წლის 15 აპრილს მოაწყვეს. ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 264 ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვი იყო. რამდენიმე პირმა კიდურები დაკარგა. მოგვიანებით უფროსი ძმა – ტამერლან ცარნაევი პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლეს. ჯოხარ ცარნაევს დანაშაულებრივი შეთქმულება და მასობრივ ღონისძიებაზე ტერორისტული აქტის ორგანიზება ბრალდება, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები