რუსული რაკეტა „პროტონი“ ციმბირში აფეთქდა

რუსული რაკეტა „პროტონი“, რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომიდან შაბათს დილით აფრინდა, აღმოსავლეთ ციმბირში ჩამოვარდა და აფეთქდა.
„როსკოსმოსის“ ინფორმაციით, „პროტონს“ ორბიტაზე მექსიკური თანამგზავრი უნდა გაეყვანა. რაკეტა ბაიკალის ტბის მიდამოებში ჩავარდა, წინასწარი ინფორმაციით, მას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია. რაკეტის პირველმა ორმა საფეხურმა საშტატო რეჟიმში იმუშავა, მაგრამ მე-500 წამზე ტექნიკური პრობლემები დაფიქსირდა. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, მექსიკური თანამგზავრი „დაკარგულია“. „პროტონების“ გაშვება ავარიის მიზეზების დადგენამდე შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები