ვაშინგტონში ჯოზეფ ბაიდენის მეზობლები მოკლეს

მსხვილი სამშენებლო კომპანიის American Iron Works-ის ხელმძღვანელი სავას სავოპოლუსი, მისი მეუღლე ემი, მათი 10 წლის შვილი ფილიპი და 57 წლის მოსამსახურე ვაშინგტონში. საკუთარ სახლში მოკლულები აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, მოკლულებს ცივი და ბლაგვი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედებმა სახლს ცეცხლი მოუკიდეს. სამართლადამცველების თქმით, ბოროტმოქმედებს სახლის კარები, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებმა გაუხსნეს, ვინაიდან სახლში ძალადობრივი შეღწევის კვალი არ არსებობს.
პოლიცია აგროვებს ასევე ინფორმაციას Porsche-ს მარკის ავტომობილზე, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ მერილენდის შტატში აღმოაჩინეს. ავტომობილსაც ბოროტმოქმედებმა ცეცხლი მოუკიდეს. მოკლული ოჯახის სახლი ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს. მის გვერდით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის რეზიდენციაა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები