შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად დაინიშნა

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რუსული ნავთობკომპანიის მრჩევლად დაინიშნა.რუსულ ნავთობკომპანიაში კარლ ბილდტის დანიშვნაზე ინფორმაციას შვედური რადიო სააგენტო “როიტერზე” დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ ნავთობკომპანიის მფლობელს მიხაილ ფრიდმანს ეყრდნობა.11263991_10152926755974779_74714845154573418_n
ფრიდმანი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა და სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მაგნატი და პუტინთან განსაკუთრებულად დაახლოებული პიროვნებაა. ბილდტი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2006-2014 წლებში მუშაობდა, ხოლო 1991-1994 წლებში შვედეთის პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა. შვედური პრესის ინფორმაციით, 2001 წელს, ბილდტი ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებული ოფშორული რუსული კომპანია “ვოსტოკ ნაფტა ინვესტმენტის” აქციონერი და მმართველი კაბინეტის წევრი გახდა. ეს კომპანია მართავდა გაზპრომისა და როსნეფტის აქტივებს რუსეთის საზღვრებს გარეთ. ცნობისთვის ინფორმაციის გასაჯაროებამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, კარლ ბილდტი პეტრო პოროშენკოს რეფორმების მრჩეველთა საბჭოს წევრად დაინიშნა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

წყარო: “პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები