უკრაინა და ჩინეთი ეროვნულ ვალუტებს გაცვლიან

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა და ჩინეთის სახალხო ბანკმა ე.წ. სავალუტო სვოპის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. საუბარია 2,4, მილიარდი დოლარის ოდენობის ვალუტების გაცვლაზე.

სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინა და ჩინეთი 54 მილიარდ გრივნას 15 მილიარდ იუანში გაცვლიან. შეთანხმება 3 წლით გაფორმდა.

„ეს შეთანხმება ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის იდება და ის ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გაცვლის შედეგად მიღებული თანხები შეიძლება გამოყენებული იყოს სავაჭრო ოპერაციებში და პირდაპირი ინვესტიციების დაბანდების მიზნით“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ვალერია გონტარევამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები