ყირიმში მაიდნის აქტივისტს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კიევის მაიდნის აქტივისტს ალექსანდრე კოსტენკოს ყირიმის სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 2014 წლის თებერვალში უკრაინის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს „ბერკუტის“ სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლისთვის დაზიანების მიყენებაში არის ბრალდებული.

ეს გადაწყვეტილება სიმფეროპოლის სასამართლომ გამოიტანა. ბრალდების მხარეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მთავარი პროკურორი ნატალია პოკლონსკაია წარმოადგენდა. სხდომის შემდეგ მან სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენა უწოდა და „ევრომაიდანის“ აქტივისტებზე ახალი ხმამაღალი პროცესები დააანონსა. ალექსანდრე კოსტენკოს ადვოკატი აცხადებდა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში აწამებდნენ. კოსტენკო ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები