მოსკოვში ვიეტნამის მოქალაქეები ვეფხვის თავის გაყიდვის მცდელობისთვის დააკავეს

მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში პოლიციამ ორი ვიეტნამელი დააკავა, რომლებიც ამურის ვეფხვის თავის გაყიდვას ცდილობდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ ცხოველი „წითელ წიგნშია“ შეტანილი, გამყიდველებმა გაზეთში შესაბამისი განცხადებაც კი გამოაქვეყნეს.
ორი მამაკაცი ვეფხვის თავის გაყიდვის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიცია შეხვედრაზე მყიდველების ნაცვლად მივიდა. ვეფხვის ეშვებისგან ელიტურ სამკაულებს ამზადებენ, ასევე – მინიატიურულ ქანდაკებებს და ანტიკვარულ საათებს. ნაკეთობების ფასი შეიძლება რამდენიმე მილიონ რუსულ რუბლს აღწევდეს.
გამოძიების ინფორმაციით, ვიეტნამელებს მოსკოვის ერთ-ერთ ბინაზე ღამით მოკლული ვეფხვები მიჰქონდათ, შემდეგ მათ ანაწვრებდნენ და ყიდდნენ. მყიდველის ვინაობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიეტნამელების მაცივარში ვეფხვის ხორციც ინახებოდა. მისი კილოგრამის ფასი შავ ბაზარზე 2 ათას დოლარს აღწევს. მოსკოვის რესტორნებში ვეფხვის ხორცისგან ეგზოტიკურ აზიურ კერძებს ამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები