იოკო ონო ჰილარი კლინტონთან რომანზე საუბრობს

იოკო ონომ მოულოდნელი სენსაციური განცხადება გააკეთა. World News Daily Report-ის ცნობით, მხატვარი და ანსამბლ „ბითლზის“ ყოფილი სოლისტის ჯონ ლენონის მეუღლე ამბობს, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონთან რომანი ჰქონდა.
ონოს თქმით, ეს 1970-იან წლებში ამერიკაში მისი ყოფნის დროს მოხდა. ეს განცხადება იოკო ონომ ლოს-ანჯელესში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე გააკეთა.
„ჩვენ მცირეხნიანი რომანი გვქონდა, როდესაც მე და ჯონი მანჰეტენზე ვცხოვრობდით, ხოლო ჰილარი იელის უნივერსიტეტში სწავლობდა. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ დავშორდით“, – ამბობს ის.
იოკო ონოს მიაჩნია, რომ აშშ-ს პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის არჩევა სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები