ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი მამაკაცზე დაქორწინდება

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ევროკავშირის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც მისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინდება. 42 წლის ბეტელი თავის პარტნიორზე, 36 წლის ბელგიელ არქიტექტორ გოტიე დესტნეზე იქორწინებს.
ცერემონია ლუქსემბურგის რატუშაში გაიმაართება. თავად ბეტელი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს წელიწადნახევარია იკავებს, უკვე დიდი ხანია საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს. ლუქსემბურგში ერთსქესიანი ქორწინება მიმდინარე წლის იანვარში დაკანონდა. მანამდე კი ეს ბელგიამ, ფინეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები