სელფის გადაღების მსურველი ცოცხლად დაიწვა

რუმინეთში ტრაგედია დატრიალდა, რომელიც ეფექტური სელფის გადაღების დროს მოხდა. 18 წლის ანა ურსუ და მისი მეგობარი მატარებელზე აძვრნენ იმისთვის, რომ „იდეალური ფოტო“ გადაეღოთ.
მატარებლის სახურავზე აძვრომის შემდეგ გოგონა ელეტროგაყვანილობის მავთულს ფეხით შეეხო, რის შედეგად მას 27 ათასმა ვოლტმა დაარტყა. ფაქტობრივად, ამ დროს აფეთქება მოხდა, რომელმაც ურსუს მეგობარი მატარებლის სახურავიდან გადმოაგდო. შემთხვევითმა გამვლელმა საკუთარი სიცოცხლისთვის რისკის ფასად შეეცადა გოგონას ტანსაცმელი ჩაექრო, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ ამან ურსუს არ უშველა.
ახალგაზრდა რუმინელმა სხეულის 50%-ის დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მეგობარი გადარჩა. სელფის გადაღების მოყვარულები არაერთხელ მოხვედრილან მსგავს სიტუაციებში. ასე, მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვალში მატარებელმა ამერიკის მოქალაქეს გადაუარა, რომელიც ასევე სელფის გადაღებას ცდილობდა. იმავე თვეში, სელფის გადაღების მცდელობის დროს, ამერიკელი პილოტი ავიაკატასტროფაში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები