ბურუნდიში სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორია დაკავებული

ბურუნდიში დაპატიმრებულია სამხედრო გადატრიალების ლიდერი, გენერალ-მაიორი გოდფრუა ნიომბარე. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება. 2 დღის წინ ნიომბარემ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა ხელისუფლებიდან გადააყენა და გარდამავალი მთავრობის ფორმირება დაიწყო.
ხუთშაბათს გენერლის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. პარასკევს კი გენერალმა პუტჩის მომხრეების კაპიტულაციის შესახებ განაცხადა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბურუნდიში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მოხდა, რომელთა დროს ათობით ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის პროტესტი პრეზიდენტ ნკურუნზიზას გადაწყვეტილებამ გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრის შესახებ, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები