ბრიტანული ავიაგამანადგურებლები რუსული ბომბდამშენების შესაჩერებლად აფრინდნენ

ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ძალების „ტაიფუნის“ ტიპის ავიგამანადგურებლები, დიდი ბრიტანეთის სანაპიროს სიახლოვეს ორი რუსული ბომბდამშენის გამოჩენის შემდეგ, ჰაერში აფრინდნენ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ტუ-95“ ტიპის ბომბდამშენები შოტლანდიის ჩრდილოეთით გამოჩნდნენ. „ტაიფუნები“ რუსულ ბომბდამშენებს იქამდე აცილებდნენ, ვიდრე მათ გაერთიანებული სამეფოს ე.წ. ინტერესთა ზონა არ დატოვეს. მსგავსი ინციდენტი აპრილშიც მოხდა. მაშინაც რამდენიმე „ტაიფუნი“ რუსული „ტუ-95“ -ის შესაჩერებლად აფრინდა. მსგავსი ინციდენტები გაიზარდა უკრაინის კრიზისის და რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები