ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა

აშშ-ს სენარტორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ სენატორის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ მასალის მიხედვით, ჯონ მაკკეინი იძულებულია, უკრაინის მხარის წინადადებაზე უარი თქვას, ვინაიდან აშშ-ს კონგრესის წევრობა მასზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. მაკკეინმა ამ შემოთავაზებისთვის უკრაინულ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველანაირად დაეხმარება ამ საბჭოს მუშაობაში, ხოლო უკრაინას – წარმატებულ რეფორმებში და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრად რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის დანიშვნის შესახებ პეტრო პოროშენკომ მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის წევრებს შორის აშშ-ს სენატორი ჯონ მაკკეინი დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები