მარკ ცუკერბერგმა ახსნა, თუ რატომ ბლოკავს ფეისბუქი უკრაინელ მომხმარებელს

სოციალური ქსელის ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ახსნა, თუ რატომ ბლოკავს ფეისბუქი უკრაინელი მომხმარებლის პუბლიკაციებს. მან აღნიშნა, რომ უკრაინელების ბევრი დაბლოკილი „პოსტი“ სოციალური ქსელის სტანდარტებს არღვევდა. ეს პუბლიკაციები, ცუკენბერგის თქმით, ძალზე აგრესიული იყო.
„ჩვენ ისეთ კონტენტს ვბლოკავთ, რომელიც პირდაპირ აგრესიას, ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფას და ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს“, – განაცხადა ცუკერბეგრმა.
კითხვას, ხომ არ იბლოკება უკრაინელი მომხმარებლის „პოსტები“ ფეისბუქის რუსეთის ოფისიდან, მან უპასუხა, რომ კომპანიას რუსეთში ოფისი არა აქვს და უკრაინის სეგმენტის მოდერირება დუბლინის საერთაშორისო გუნდის მიერ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები