რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთის გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

  მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფისა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლების მიზნით დაიწყო. აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს. აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მოინახულეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით, შესაძლებელი გახდება კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება. პროექტის ღირებულება 5 194 207 ლარია. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები