ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს – ვიდეო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი, გიორგი ჩომახაშვილი დააკავა. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და შემდგომში მასალის უკანონოდ გადაზიდვის პროცესში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე“, – აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები