ზურაბ ტყემალაძე: პრეზიდენტი პირადულში არ უნდა გადადიოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადებას აფასებს. დეპუტატს მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი ნაწყენია და მისი განცხადებაც და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეობდა.
“ახალგაზრდა კაცია და, როგორც ჩანს, გარკვეული წყენა აქვს, ამიტომ, ბუნებრივია, გამოჯიბრების ვარიანტს ვხედავ. მას კანონი არ დაურღვევია, ეს უფლება ჰქონდა. როგორც ჩანს, პირადულში გადავიდა. პრეზიდენტი არ უნდა გადადიოდეს პირადულში,” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები