შესაძლოა, სპორტის მინისტრი არჩილ თალაკვაძე გახდეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო კულუარებში ვრცელდება.
„ინფო 9“-ის წყაროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლევან ყიფიანის შემცვლელად თალაკვაძის კანდიდატურას განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანის დღევანდელი მიმართვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. ამასთან, გუშინ თანამდებობა დატოვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენს, რომელსაც პარლამენტმა ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები