ექსკლუზივი: ბიძინა გიორგობიანი მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე პირველ კომენტარს აკეთებს

მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი დაინიშნოს, “კვირასთან“ პირველ კომენტარს თავად ბიძინა გიორგობიანი აკეთებს.
გიორგობიანი აცხადებს, რომ მასთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია ან რაიმე სახის შეთავაზება არ ყოფილა.
“ჩემთან ამ თემაზე კონსულტაცია არ ყოფილა, მინდა, რომ მუშაობა გავაგრძელო ბატონ დავით ნარმანიასთან იმ პროგრამაზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ – ეს არის  დედაქალაქში ერთი მილიონი ხის დარგვის პროექტი“,- აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს, გიორგობიანი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.
“ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა“,-აღნიშნავს ხოკრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები