ირაკლი შოთაძე: მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს

დღეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნისა და მის განთავისუფლების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციები განიხილეს. გადაწყდა, რომ საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრს დაექვემდებარება, თუმცა მთავარ პროკურორის არჩევის გადაწყვეტილებას საბოლოოდ მაინც პარლამენტი მიიღებს და მას 6 წლის ვადით დანიშნავს.
“მთავარი პროკურორის შერჩევაში მონაწილეობს პროკურორთა საბჭო, სადაც იქნებიან არასამთავრობო ორგანოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე იქნებიან რიგით პროკურორები და სხვა ადამიანებიც. მონაწილეობს მთავრობა და მონაწილეობს საქართველოს პარლამენტიც. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ამ პროცესში მხოლოდ მთავრობა მონაწილეობს, ეს ასე არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც იღებს საქართველოს პარლამენტი”, – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები