რა გარემოში მიმდინარეობა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კიდევ ერთხელ აფასებს
პრემიერის განცახდებით, ქართული მხარე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა ამის წინასწარ გახმოვანებისგან თავი შეიკავეს. „ბუნებრივია ვიცოდი, რომ იგეგმებოდა აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრა, ასეთი შეხვედრა ასე სპონტანურად არ ხდება. მაგრამ ჩვენ არ გვსურდა წინასწარ საუბარი, ვინაიდან მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება.
იქ იყო აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან თბილი გარემო. დიდი კომფორტი იყო ჩემთვიუს საუბარი პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან. იყო ძალიან უშუალო, მეგობრული და გახსნილი საუბარი. ჩვენ გვქონდა დაახლოებით ერთსაათიანი საუბარი, მიმოვიხილეთ მთელი რიგი საკითხები.
ჩვენ შევეხეთ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებს. თავად პრეზიდენტმა ობამამ წამოწია თანამშრომლების საკითხი და თქვა, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების და გაღრმავება.
ამერიკაში ვიზიტი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის მთავრობა და ამერიკის პოლიტიკური ელიტა მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.