ორი გარდაცვლილი ერთ დღეში – მატარებელმა დიღომში დღეს მეორე ადამიანი გაიტანა

ტრაგიკული შემთხვევა დიღომში. ფეიქრების ქუჩაზე სატვირთო მატარებელმა ამჯერად 30 წლის ახალგაზრდა გაიტანა. „კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი მატარებლის ლიანდაგებზე თვითმკვლელობის მიზნით დაწვა. მას შემდეგ რაც მემანქანემ ის შეამჩნია, რამდენიმე გამაფრთხილებელი სიგნალი მისცა, თუმცა სისწრაფის გამო, მან დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, 30 წლის გარდაცვლილი დღეს დილით, იმავე ადგილზე დაღუპული 60 წლის მამაკაცის შვილია, რომელიც ასევე მატარებელმა გაიტანა.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს. მიმდინარეობს თვითმხილველების დაკითხვა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები