გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ინტერპარტიული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

საარჩევნო თემაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზინდეტს სთხოვენ საარჩევნო რეფორმას სათავეში ჩაუდგეს. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში იგეგმება. არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე მისვლას გეგმავენ ექსპერტებიც. ინტერპარტიული ჯგუფი გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო საკითხზე არსებულ მემორანდუმს გადასცემს. მემორანდუმს მმართველი გუნდის გარდა ხელი უკვე მოაწერეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა. ხელმომწერთა შორის არის პარლამენტის თავმჯდომარეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები