სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბელგიის საექსპორტო-საინვესტიციო სააგენტოს (AWEX) უმასპინძლეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბელგიის საექსპორტო-საინვესტიციო სააგენტოს (AWEX) უმასპინძლეს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოსა და ბელგიას შოროს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ჩვენი მთავრობა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და არაერთ ხელშემწყობ პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ ახალ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) გაფორმების შემდეგ დადგა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაზე გაამახვილა.
ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის, ვალონიის საექსპორტო-საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში აგრარული სექტორის სხვადასხვა მიმართულებაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.
როგორც შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, შანტალ დე ბლუმ განაცხადა, AWEX ვალონიის სამთავრობო სააგენტოა, რომლის მიზანსაც საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა წარმოადგენს. AWEX 2002 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილზე ეცნობა არსებულ საექსპორტო-საინვესტიციო პოტენციალს და ვალონიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა მთვრობის მიერ ინიცირებულ იმ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც აგრარული სექტორში როგორც ქართული, ასევე უცხოური ინვესტიციების სტიმულირება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები