რიკოთთან სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (ჩუმათელეთი-ხუნევი) კმ 136-კმ157 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები მომხდარ ავტოავარიას მოჰყვა. რიკოთის გვირაბთან სასუქით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და ქვეშ 4 ავტომობილი მოიყოლა.