საკრებულომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოიეში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ორგანიზებით, ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა გაიმართა. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გადაწყვეტილებით, 2015 წლის 26 აპრილი ეძღვნება საავტორო უფლებების დაცვას, მისი სლოგანია – ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის” (Get Up, Stand up. For Music) ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – რიჩარდ ნორლანდი, ქართველი მუსიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.