9 და 26 მაისს, თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 და 26 მაისს, თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობამ დღეს, 9 და 26 მაისის აღნიშვნას სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
მისი თქმით, 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობამ დაამკვიდრა და ის თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ცქიტიშვილიმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.
„ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალხო სერინობა – ზეიმი, რომელიც შარშან და შარშან წინაც გაიმართა. რუსთაველის გამზირზე ისევ იქნება განლაგებული სამინისტროები თავიანთი პროექტებით, ასევე, სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოეწყობა. საღამოს პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია დიდი კონცერტი. გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკაც და გამოიფინება ისტორიული კოსტიუმები, ასე რომ, ვფიქრობ, ნამვილად კარგი ზეიმი გამოვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები