ქართველი მებრძოლის ცხედარს უკრაინიდან საქართველოში დღეს გადმოასვენებენ

კიევის ცენტრში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მასში მოსაწილეობას საქართველოს საკონსულოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ. სამგლოვიარო ცერემონიამდე დაღუპულის მეუღლეს უკრაინის პატრიარქმა ქვეყნის სიყვარულისა და თავდადებისთვის ორდენი გადასცა. ქართველი მებრძოლის ცხედარს უკრაინიდან საქართველოში დღესვე გადმოასვენებენ.
გიორგი ჯანელიძეს სამხედრო პატივი ქალაქ მარიუპოლში ,,აზოვის” სამხედრო ბაზაზე მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ  ჯანელიძე რამდენიმე დღის წინ,  სოფელ შიროკინოში სეპარატისტების  მხრიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები