რუსთავის ისტორიული მუზეუმი გამოფენას „თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნება“ მასპინძლობს

რუსთავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით „თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნება“. გამოფენაზე რუსთაველი ხატმწერებისა და საეკლესიო დარგში მოღვაწე თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხატები, ჯვრები, საეკლესიო თემაზე შექმნილი სამკაულები, ფარდაგები და სხვა ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი. გამოფენის გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს წარმოდგენილი ნამუშევრები, მათ ავტორებსა და გამოფენის ორგანიზატორებს მიულოცეს ასეთი მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ექსპოზიციის გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები