ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონფერენცია გაიმართა

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის (CORLEAP) მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა,, თავის მოხსენებაში თვითმმართველობის რეფორმებზე ისაუბრა და დელეგაციის წევრებს 2014 წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
ოგორც დეპუტატმა აღნიშნა, „2012 წლიდან საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლითაც დაიწყო კონსტრუქციული-ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ქვეყანაში განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დეცენტრალიზაციის სამ ძირითად კომპონენტს ეყრდნობა: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, მათზე უფლება-მოვალეობების დელეგირება და ფისკალური დეცენტრალიზაცია.
რეფორმის მომზადებისა და განხორციელების პროცესში, თვითმმართველობის – როგორც წარმატებული მოდელის შესაქმენლად – მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ხოლო პროცესის გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ინფორმირებას თავისუფალი მედია უზრუნველყოფდა. ცვლილებების შედეგად, 2014 წლის არჩევნებიდან ყველა თვითმმართველობას ჰყავს 50% პლიუს ერთი საარჩევნო პრინციპით არჩეული მერი. თვითმმართველობას განესაზღვრა ფართო უფლებამოსილება ადგილობრივი ქონებისა და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, რისთვისაც მუნიციპალურ თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებს აფორმებს.
თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაამტკიცა რეფორმის ეფექტიანობა, რისთვისაც მოქალაქეთა მხრიდან ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდ მიღწევად ჩვენ ვასახელებთ მუნიციპალიტეტებში “ღია მმართველობის” პრინციპის დანერგვას, რაც მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალებას გვაძლევს“,-განაცხადა დეპუტატმა.
ევროპის პარლამენტის წევრის, EURONEST-ის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტის ჰეიდი ჰაუტალას განცხადებით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე. აღნიშნულს ეხმიანება ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი ქრისტიან დაინელსონი, რომლის თქმით საქართველომ განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმით შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია.
კონფერენციის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, აგრეთვე, ამ ქვეყნებში მუნიციპალიტეტებისა და ურბანული განვითარების ხელშემწყობ ინიციატივებზე, მეწარმეობის განვითარების სფეროში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელობაზე და ერთმანეთს, ახალ ევროპულ სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები