საკრებულოში „თამ-ენერჯის“ თანამშრომელთა კოლექტიური განცხადება განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შპს „თამ-ენერჯის“ თანამშრომელთა კოლექტიური განცხადების თაობაზე იმსჯელეს. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, კომისიის წევრებმა აღნიშნული ორგანიზაციის დირექციის წარმომადგენლებს და იმ თანამშრომლებს მოუსმინეს, რომელთა მიმართაც კომპანიას დაგროვილი სახელფასო დავალიანება გააჩნია. კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ შპს „თამ-ენერჯის“ დირექცია მუშაობას დაიწყებს მემორანდუმის პროექტზე, სადაც ასახული იქნება განმცხადებელთა ნება არსებული დავალიანების აღიარებისა და გასტუმრების თაობაზე. მისივე თქმით, შპს „თამ-ენერჯის“ დირექცია მემორანდუმის პროექტის პირველად ვერსიას, კომისიას ორი კვირის ვადაში წარუდგენს, რის შემდეგაც კომისიის წევრები დამატებით იმსჯელებენ აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე. გულიკო ზუმბაზის ინიციატივით, პროცესში ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ჩაერთვება, რაც პროცესის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გარანტი იქნება. კომისიის სხდომას განმცხადებლების გარდა, შპს „თამ-ენერჯის“, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები