დავით სერგეენკო: ჯანდაცვის ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია,.რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში მთელი რიგი აპოკალიფსური მოლოდინები და შეფასებები მესმის. ეს არის მოდელი, რომელმაც ასობით ათას ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სერგეენკოს გაწეული საქმიანობის ანგარიშით დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები