მაია ხარძიანი ძმისშვილების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

ბესიკ ხარძიანის და მაია ხარძიანი უარყოფს მისი ძმის პირველი ოჯახის წევრების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მისი მამის მკვლელობა ხარძიანის მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა. მაია ხარძიანის განცხადებით, ბრალდებები აბსურდულია. მისივე თქმით, ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილები პირველი ქორწინებიდან – მიხეილ და ანა ხარძიანები, ასევე მისი პირველი მეუღლე ინგა ბაბუაძე ბიზნესმენის მკვლელობის შეკვეთაში მის მეორე მეუღლეს – ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებენ. მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, 2012 წელს ნონიკაშვილი ბესიკ ხარძიანის დაკავებაშიც მონაწილეობდა. როგორც მიხეილ ხარძიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები