სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 90 კგ. საეჭვო ხორცი ამოიღო

  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რამდენიმე ობიექტიდან საეჭვო წარმომავლობის 90 კილოგრამამდე ხორცი ამოიღეს. როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოღებულია მოსკოვის გამზირზე – ი/მ “თამაზ ტოკლიკიშვილის”, მეტრო “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე – ი/მ “გიზო აბდუშელიშვილისა” და ი/მ “მამუკა ლაგვილავას” ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან. საეჭვო წარმომავლობის ხორცის არც ერთ ნაჭერს არ ჰქონდა დამღა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ფორმა N2. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ინდმეწარმეები 1000 ლარით დაჯარიმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები