,,სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა – ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას” – ქადაგიშვილი

,,პირველად შემოდის მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, მთელი ამერიკული, ევროპული, ყველანაირი სესხი და გრანტი რომ გააერთიანო, არათუ ინვესტიცია, ყველანაირი სესხი, რაც ჩვენ აგვიღია, ამის ერთად აღებული უფრო მეტი ინვესტიცია”,- ამის შესახებ „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა.

„ძალიან მარტივი ამბავია, საქართველოში პირველად შემოდის მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, მთელი ამერიკული, ევროპული, ყველანაირი სესხი და გრანტი რომ გააერთიანო, არათუ ინვესტიცია, ყველანაირი სესხი, რაც ჩვენ აგვიღია, ამის ერთად აღებული უფრო მეტი ინვესტიცია. სუფთა ინვესტიცია შემოდის, რომლის მოგების მესამედში არის საქართველოს მთავრობა. ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ახლა თქვენ მე მიპასუხეთ, ამ ოპოზიციას უნდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა? მათ ხომ იციან, სანამ ქვეყანა წინ მიდის ეკონომიკურად, სანამ ეკონომიკის წინსვლა აისახება ქართველ ადამიანზე, ეს მათი რევოლუციური იდეების დამანგრეველი მოვლენაა. ამიტომ, ყველაფერს გააკეთებენ ესენი და მათი პატრონები, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას ხელი შეუშალონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები