“მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი და გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა” – ივანე ჩხაიძე
„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს.
როგორც ჩხაიძე განმარტავს, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში უკვე იქნება გრიპის პირველი შემთხვევა.
“ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დაემთხვევა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.