ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე გაიმართება.
ვუჩიჩის თქმით, არჩევნების დაჩქარება აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და განვითარებისთვის.
პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ძირითადად ეკონომიკურ პრობლემებსა და მთავრობის მუშაობის გაუმჯობესებას ეხება. ამასთან, ნოვი-სადის ტრაგედიის წლისთავზე, სერბეთში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც მედია აღნიშნავს, ვუჩიჩის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოპოზიციისა და საზოგადოებრივი წნეხის ზრდაზე პასუხია.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადის ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თავად ვუჩიჩის ვადა 2027 წლის დეკემბერში იწურება.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, რასაც დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მოქალაქეები მომხდარში მთავრობაში არსებულ კორუფციას ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ, სერბეთში დიდი საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება.