ეკა სეფაშვილი: ევრობიუროკრატებს იმედი აქვთ, რომ გაფართოების ანგარიშის ნეგატიური დასკვნები საქართველოს მოსახლეობაში ბრაზს გამოიწვევს – ისევ ცდილობენ, რომ ხალხი და ხელისუფლება დააპირისპირონ
„ერთ-ერთი იარაღი, რაც ევროკავშირს შეეძლო [საქართველოს წინააღმდეგ] გამოეყენებინა, არის გაფართოების შესახებ დიალოგის არ დაწყება და ეს იარაღი წინმსწრებად გამოვაცალეთ – ამ იარაღს ვეღარ გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ იყვნენ გამწარებულები 2024 წელს, როცა გამოვაცხადეთ, რომ 2028 წლამდე ამ საკითხზე საუბარს არ ვაპირებდით”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატებს იმედი აქვთ, რომ გაფართოების ანგარიშის ნეგატიური დასკვნები საქართველოს მოსახლეობაში ბრაზს გამოიწვევს და ამით ისევ ცდილობენ, რომ ხალხი და ხელისუფლება დააპირისპირონ.
„ერთ-ერთი იარაღი, რომელსაც ასევე იყენებენ, არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არა ტექნიკური, არამედ, პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ისევ წამოიჭრას, თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად შეძლებენ ამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, რადგან ევროპის ქვეყნებს შორის ძალიან დიდი წინააღმდეგობა და აზრთა სხვადასხვაობაა. რაც შეეხება ევროკომისიის სეგრეგაციულ გადაწყვეტილებას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს უნდა შეეხოს, იმედი მაქვს, ევროკავშირი ამას არ მიიღებს, რადგან იქ ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები თუ ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ღიად და მტკიცედ იცავენ იმ ღირებულებებს, რაზეც ევროპა დგას.
ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შესრულდეს მათი მოთხოვნები – სუვერენიტეტის დათმობა და შედეგად, მომავალში, აუცილებლად, საქართველოს, როგორც ქვეყნის განადგურება.
მათ იმედი აქვთ, რომ გაფართოების ანგარიშის ნეგატიური დასკვნები საქართველოს მოსახლეობაში ბრაზს გამოიწვევს. ისევ არის მცდელობა, რომ ხალხი და ხელისუფლება დააპირისპირონ