“როგორ შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკაში საუკეთესო მაჩვენებლები, თუ არის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა” – მახაშვილი
“საქართველოს მოსახლეობა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ახალს ისეთს არაფერს იხილავს, რაც გასული წლის განმავლობაში არ გაუგია, ანგარიში ოთხ ნაწილად იქნება აწყობილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„პირველი იქნება პოლიტიკური ნაწილი, სადაც კიდევ ერთხელ ძველ ბრალდებებს მოვისმენთ. მეორე ნაწილი იქნება სექტორული მიმართულება, სადაც შეფასებული იქნება საქართველოს სექტორები. აქ ჩვენი მოლოდინებია, რომ ნახევარზე მეტში გვექნება სხვადასხვა ტიპის პროგრესი. ასევე იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც შეაფასებს საქართველოს დამოკიდებულებას, როლს და ადგილს ამ რეგიონში. მეოთხე, ეკონომიკური ნაწილი, სადაც ჩვენი მოლოდინია, რომ დადებითად შეფასდება საქართველოს გასული ერთი წლის მდგომარეობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ვისურვებდით, რომ იმის ნაცვლად, რომ ეს ბრლადებები შეეკრიბათ და ერთ დოკუმენტად გამოეცათ, მოგვესმინა ბრიუსელის დამოკიდებულება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა მათი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. გასაგებია, რომ პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ვერ ვთანხმდებით. არის საკითხები, რაზეც ერთნაირი შეფასება არ გვაქვს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის მდგომაროება და განვლილი გზები. საუკეთესო საზომი ეკონომიკაა. თავად ამ ანგარიშშიც არის ასახული ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან კარგი პროგრესი. როგორ შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ეკონომიკაში საუკეთესო მაჩვენებლები, თუ არის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა, თუ იხშობა სამოქალაქო სივრცე, თუ იხშობა სივრცე ყოველგვარი საზოგაოდებრივი განვითარებისთვის? რანაირად ხდება? კითხვა გვაქვს, რანაირად არის ასეთი რადიკალურად აცდენილი მაჩვენებლები?“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.