საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
უფრო ზუსტად, კონსტიტუციური სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები, 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.
კონსტიტუციური სარჩელი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.