გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ მხარდაჭერა პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსთაველზე გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად კანონს არღვევენ
„ვხედავთ, რომ მხარდაჭერა პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსთაველზე გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად კანონს არღვევენ,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ამხილა მათმა ერთ-ერთმა აგენტმა ლომჯარიამ.
„კანონმდებლობის გამკაცრების შემდგომაც ყველამ დაინახა, რომ უკვე ისეთი პროცესები ვეღარ მიდის, როგორც თუნდაც ორი-სამი თვის წინ იყო რუსთაველის გამზირზე გამომდინარე იქიდან, რომ ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც იყო. „ნაცმოძრაობა“, თავისი ფილიალები ამხილა უკვე თავად მათმა ერთ-ერთმა ძლიერმა აგენტმა ლომჯარიამ. დაუწუნა მთელი ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, არაორგანიზებულები იყვნენ და ა.შ. ასე რომ ჩვენი თუ არ სჯერათ, იმ უცხოელ აგენტებს მაინც დაუჯერონ და თავიანთ პატრონებს მაინც დაუჯერონ იმიტომ, რომ მათი პატრონების გარეშე აქაური აგენტურა ვერაფერს ვერ იტყოდა. ასე რომ, განაჩენი გამოტანილი აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.