ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის მერიაში 13 განაცხადი შევიდა

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში 13 განაცხადი შევიდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოსული განაცხადებიდან თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია არაუგვიანეს 30 მაისამდე 5 საუკეთესოს შეარჩევს, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოვლინდება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იყო შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ პირს ან მათ გაერთიანებას. ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება. კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები