ბესიკ ხარძიანის შვილი გია უდესიანს პირადად შეხვდა – რას აცხადებს მიხეილ ხარძიანი?

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ დაახლოებით 5 დღის წინ შეხვდა გია უდესიანს. როგორც მიხეილ ხარიძიანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას უდესიანმა საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარუდგინა და ვიდეოჩანაწერი აჩვენა. მიხეილ ხარძიანი მოუწოდებს ბესიკ ხარძიანის დედმამიშვილებს და ბიძაშვილებს, ბესიკ ხარძიანის შვილებს, რომლებიც მას მეორე ქორწინებიდან ჰყავს, რომ გია უდესიანის, ასევე საზოგადოების წინაშე გაჟღერებული ბრალდებების გამო ბოდიში მოიხადონ.
„გიორგი უდესიანის ნაჩუქარი წავკისის სახლი რატომ აქვთ, გია უდესიანის ნაჩუქარი “პორშეს“ ახალი ჯიპით რომ დადის ეკა ნონიკაშვილი, მაინტერესებს, ეს ადამიანი მტრად რატომ შერაცხეს? ყველა ვიდეოკადრი მაქვს ნანახი და კიდევ მოგიწოდებთ, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ გიორგი უდესიანის ოჯახის წინაშე, საზოგადოების და პატრიარქის წინაშე… ხარძიანთა გვარს ეს არ გვეკადრება, გამოდით და თქვით სიმართლე, ნუ შეგყავთ გამოძიება ჩიხში, თქვით სიმართლე, თორემ ჩვენი გვარის წინაშე წარდგებით და იქ მოგთხოვთ პასუხს ჩვენი გვარის შეურაცხყოფისთვის“,- განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები