ბესიკ ხარძიანის შვილი: მამაჩემის მკვლელობა დაუკვეთა მისმა მეუღლემ – ეკა ნონიკაშვილმა

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილები პირველი ქორწინებიდან – მიხეილ და ანა ხარძიანები, ასევე მისი პირველი მეუღლე ინგა ბაბუაძე ბიზნესმენის მკვლელობის შეკვეთაში მის მეორე მეუღლეს – ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებენ. მიხეილ ხარძიანის ინფორმაციით, 2012 წელს ნონიკაშვილი ბესიკ ხარძიანის დაკავებაშიც მოინაწილეობდა. როგორც მიხეილ ხარძიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილები პრემიერ-მინისტრს და მთავარ პროკურორს მათთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ.
„შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობდნენ მამიდაჩემმი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. მეუბნებიან, გაჩუმდით, ხმა არ ამოიღოთ, თქვენზე – ორივეზე და სუყველაზე ტყვიებია მოშვერილი, ყველას დაგხოცავენ, ოღონდ დაიწყებენ შენით, მერე ჩემს დას და ასე დარჩება მთელი ქონება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს გამოეპასუხა მაია ხარძიანი, დედა, დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო. თუ არ იტყვის ეკა ნონიკაშვილი სიმართლეს, ორ-სამ დღეში მე გამოვალ და მე ვიტყვი სიმართლესო. მაინტერესებს, რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილის შესახებ, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ. პირადად მე გამაჩნია ეჭვი, რომ მამაჩემი პირადად დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო. მიმაჩნია, რომ მისი მკვლელობა დაუკვეთა ეკა ნონიკაშვილმა“, – განაცხადა ბესიკ ხარძიანის შვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები