თამარ სანიკიძემ და მისმა ბელორუსმა კოლეგამ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ჩვენს ურთიერთობებს აქვთ დიდი პერსპექტივა, რომლებსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ,- აღნიშნული განცხადება ბელორუსიის განათლების მინისტრმა მიხეილ ჟურაკოვმა ქართველ კოლეგასთან – თამარ სანიკიძესთან შეხვედრისას გააკეთა.
“ჩვენმა პირველმა საქმიანმა შეხვედრამ საქართველოში წარმატებით ჩაიარა. შევხვდით საქართველოს განათლების მინისტრს და მის მოადგილეებს. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სისტემები. ვიპოვეთ ბევრი საერთო, განსაკუთრებით სიანტერესო იყო ის მიღწევები, რომლებიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად. ჩვენს ურთიერთობებს აქვთ ძალიან კარგი პერსპექტივა, რომლებსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ”,- განაცხადა ჟურაკოვმა.
ბელორუსიის განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მოხარულია ბელორუს კოლეგასთან შეხვედრით და იმედოვნებს, რომ ურთიერთთანამშრომლობა როგორც განათლების სფეროში, ასევე სხვა სფეროებშიც წარმატებული იქნება.
“საინტერესო საუბარი იყო იმ ურთიერთანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვაპირებთ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენთვის არის საინტერესო მომენტები. მე გამოვყოფდი სოფლის მეურნეობის მიმართულებას, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან კარგად არის მათ ქვეყანაში განვითარბეული. ჩამოყალიბდება ის ჩარჩო – ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთ შევისწავლოთ საგანმანათლებლო სისტემები”,-განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები